ბლოგი
4Hospitals X CHISON-ის კონფერენციის მეორე დღე — კლინიკა ღუდუშაური
21 მაისს, 4Hospitals-ის ორგანიზებით, ღუდუშაურის კლინიკაში წარმატებით გაიმართა კონფერენციის — „Modern Ultrasonography and Diagnostic Methods / თანამედროვე ულტრასონოგრაფია და დიაგნოსტიკური მეთოდები“ — მეორე დღე. ღონისძიებამ გააერთიანა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თანამედროვე ულტრასონოგრაფიის მიმართულებით ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო CHISON-ის თანამედროვე ულტრასონოგრაფიული აპარატურა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უახლესი ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას კლინიკურ საქმიანობაში.

მასტერკლასების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკის პრაქტიკულ ასპექტებს, ხოლო თითოეული მასტერკლასის ეფექტურ ჩატარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი CHISON SonoMax 9-ის მაღალტექნოლოგიურმა შესაძლებლობებმა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სამი პრაქტიკული მასტერკლასი, რომლებიც სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების აქტუალურ საკითხებს მოიცავდა.
პირველი მასტერკლასი, რომელსაც ბატონი ლადო კახაძე ხელმძღვანელობდა, მიეძღვნა “ნაყოფის ულტრასონოგრაფიულ შეფასებას”. სესიის ფარგლებში განხილული იყო ნაყოფის მდგომარეობის შეფასების თანამედროვე მიდგომები და ულტრასონოგრაფიის როლი დიაგნოსტიკაში.

მეორე მასტერკლასი სალომე ნათენაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და შეეხო ექოკარდიოგრაფიული კვლევის თანამედროვე მიდგომებსა და შესაძლებლობებს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გულის ულტრაბგერითი კვლევის უახლესი მეთოდებისა და მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ.
მესამე მასტერკლასი შალვა წინწკალაძემ ჩაატარა თემაზე — „ფილტვის ულტრაბგერითი კვლევა“. სესიის ფარგლებში განხილული იყო ფილტვის ულტრასონოგრაფიის თანამედროვე შესაძლებლობები და მისი გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში.

კონფერენციამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ პროფესიული ცოდნა ამ საკითხის გარშემო და პრაქტიკულ გარემოში გაცნობოდნენ CHISON-ის ინოვაციური ტექნოლოგიების შესაძლებლობებს.
4Hospitals, როგორც CHISON-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, განაგრძობს პროფესიული საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვას და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდას.