პროექტები, სიახლეები

4Hospitals-ის ორგანიზებით გაიმართა CHISON-ის კონფერენცია ინგოროყვას კლინიკაში

20 მაისს, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ უმასპინძლა 4Hospitals-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას — „Modern Ultrasonography and Diagnostic Methods / თანამედროვე ულტრასონოგრაფია და დიაგნოსტიკური მეთოდები“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის თანამედროვე ულტრასონოგრაფიული ტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკური მეთოდების გაცნობას. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო CHISON-ის აპარატების საგამოფენო სივრცე, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და პრაქტიკულად გამოეცადათ კომპანიის უახლესი ულტრასონოგრაფიული მოწყობილობები.

დღის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულ მასტერკლასებს დაეთმო. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სხვადასხვა კლინიკურ თემაზე დემონსტრაციები CHISON SonoMax 9-ის გამოყენებით ჩატარდა. მასტერკლასის წამყვანმა სპეციალისტებმა, აუდიტორიას თანამედროვე ულტრასონოგრაფიული ტექნოლოგიების შესაძლებლობები და მაღალი ხარისხის გამოსახულება პრაქტიკულ გარემოში გააცნო.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ ექიმი-რადიოლოგები შალვა წინწკალაძე, თამარ ქურთიშვილი და სალომე ნათენაძე, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და აქტიური დისკუსიის ფორმატში უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ასევე გამოვლინდნენ გათამაშების გამარჯვებულები.

4Hospitals, როგორც CHISON-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, განაგრძობს პროფესიული საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვას  და სამედიცინო წარმომადგენლებისთვის თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდას.