პროექტები, სიახლეები

4Hospitals – ის ორგანიზებით ინჟინერთა ჯგუფისთვის სერვის-ტრენინგი გაიმართა

10 ივლისს, 4Hospitals-ის ორგანიზებით, თბილისში BIOLIGHT-ის სერვის-ტრენინგი გაიმართა. შეხვედრას პარტნიორი კლინიკების მოქმედი ინჟინრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სამედიცინო პერსონალისა და ტექნიკური პერსონალისთვის BIOLIGHT-ის ბრენდის სიახლეებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობას, ასევე თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გაღრმავებას.

კონფერენციის ფარგლებში BIOLIGHT-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ბრენდის პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ მასტერკლასს, სადაც ინჟინრებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ აპარატურის მუშაობის პრინციპებს და დეტალურად შეესწავლათ მისი მახასიათებლები.

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. კითხვა-პასუხის სესიის დროს მონაწილეებმა BIOLIGHT-ის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა ტექნიკურ და სერვისულ საკითხზე.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს 4Hospitals-ის თანამედროვე შოურუმის სივრცე.

დღის ბოლოს, შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საჩუქრებთან ერთად, BIOLIGHT-ის სერვის-ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

4Hospitals გახლავთ BIOLIGHT-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია აქტიურად განაგრძობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ცოდნის გაზიარებას, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასა და მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.