ბლოგი
4Hospitals – საერთაშორისო სამედიცინო კონგრესის “International Medical Congress Shape The Future Of Surgery” პარტნიორი
საქართველოში ჩატარდა საერთაშორისო სამედიცინო კონგრესი „ქირურგიის მომავლის სახე“ / International Medical Congress Shape The Future Of Surgery. კონგრესის მხარდამჭერი და პარტნიორი კომპანია 4Hospitals იყო, რომელიც თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების დანერგვასა და სფეროს განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ქირურგიაში, მუდამ საინტერესო და აქტუალური საკითხია კომპანიაში.

ორდღიანი დატვირთული სამეცნიერო პროგრამა დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის (AI) მზარდი და ტრანსფორმაციული როლი თანამედროვე ქირურგიულ პრაქტიკაში; გართულებების პრევენციის ინოვაციური მეთოდები; პაციენტთა კლინიკური შედეგებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების გზები.

მსოფლიო დონის ექსპერტებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და იმ ტექნოლოგიურ რევოლუციაზე იმსჯელეს, რომელიც საოპერაციო ბლოკების ყოველდღიურობად იქცა.

კონგრესის ფარგლებში 4Hospitals-მა წარმოადგინა ბარიატრიული ქირურგიის მიმართულების მაღალხარისხიანი სახარჯი მასალები და GRENA-ს თანამედროვე სამედიცინო ინსტრუმენტები. ღონისძიების ფარგლებში, ქირურგებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზევე პირადად დაეტესტათ წარმოდგენილი პროდუქცია, სიღრმისეულად გაცნობოდნენ თითოეული ინსტრუმენტისა თუ მასალის ტექნიკურ მახასიათებლებს და დასწრებოდნენ პრაქტიკულ მასტერკლასს.

მოწვეულ ექიმებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მხოლოდ ადგილზე გაცნობოდნენ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციასა და სახარჯ მასალებს, არამედ დასწრებოდნენ პრაქტიკულ მასტერკლასებს, სადაც წარმოდგენილი ბრენდების შესაძლებლობები იხილეს.

კომპანია მუდამ ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების გაზიარებას და მუდამ მხარს უჭერს მსგავსი ღონისძიებების გამართვას.
