ბლოგი
4Hospitals-ის ორგანიზებით ამერიკული ბრენდის, b-ONE-ის კონფერენცია გაიმართა
4-5 ივლისს, 4Hospitals -ის ორგანიზებით, სამედიცინო სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება — „American b-ONE Endoprosthesis Forum / ამერიკული b-ONE-ის ენდოპროთეზის ფორუმი“ გაიმართა. კონფერენციას საქართველოს მასშტაბით 80-მდე წამყვანი ორთოპედ-ტრავმატოლოგი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია 4Hospitals წარმოადგენს ამერიკული ბრენდის, b-ONE-ის, ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში, რაც ქართველ ექიმებსა და პაციენტებს უნიკალურ შესაძლებლობას უქმნის, ისარგებლონ ამერიკული FDA სერტიფიკატით დამოწმებული უმაღლესი ხარისხის იმპლანტებით და ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა თანამედროვე, მსოფლიო დონის სამედიცინო ტექნოლოგიებთან.

ფორუმის ფარგლებში მოეწყო სპეციალური შოურუმ სივრცე, სადაც b-ONE-ის უახლესი პროდუქცია იყო წარმოდგენილი. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დეტალურად დაეთვალიერებინა:
მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის უახლესი ენდოპროთეზები, ყველა ის თანამედროვე დანადგარი და ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელია საოპერაციო პროცესის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

ექიმებს Live რეჟიმში მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, ენახათ b-ONE -ის იმპლანტების თითოეული დეტალი, გამოეცადათ პროდუქცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

კონფერენცია გახსნა 4Hospitals -ის დამფუძნებელმა, ნინო გამყრელიძემ, მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი პროფესიული პლატფორმების მნიშვნელობას ქვეყანაში მედიცინის განვითარებისთვის.

კომპანიის პრეზენტაცია წარადგინა 4Hospitals -ის კომერციულმა დირექტორმა, გიგა კოხრეიძემ. მან, მიმოიხილა კომპანია და მიმდინარე წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 4Hospitals-ისა და b-ONE-ის, სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომლის მიზანიც საქართველოში უახლესი ამერიკული ტექნოლოგიებისა და მაღალი სტანდარტების იმპლანტების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდაა.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკიდან მოწვეული b-ONE-ის სპიკერის, რობერტ კეიტალანის (Robert Keithalan) გამოსვლა იყო. მან აუდიტორიას ბრენდის სრული პრეზენტაცია წარუდგინა და ენდოპროთეზების ტექნოლოგიურ უპირატესობებზე ისაუბრა. პრეზენტაცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ქართველ ტრავმატოლოგებს საშუალება ჰქონდათ, სპიკერთან ერთად დეტალურად განეხილათ პროდუქციის სპეციფიკა.

კონფერენციის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი პროფესიონალების პრაქტიკულ გამოცდილებას. სამმა წამყვანმა ტრავმატოლოგმა კოლეგებს საკუთარი კლინიკური ქეისები გაუზიარა:

გიგი ჩიხლაძე — ექიმმა მუხლის ენდოპროტეზირების კონკრეტული ქეისი წარადგინა. გამოსვლა საკმაოდ დინამიური აღმოჩნდა, რადგან მოხსენება კითხვა-პასუხის ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ჩართულიყო დისკუსიაში.

ზურაბ ტყეშელაშვილი — მის მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა მუხლის ენდოპროთეზირებაზე, კერძოდ, ერთრადიუსიან ფემორალურ დიზაინსა (Single-Radius Femoral Design) და Post-Cam მექანიზმზე. მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა ამ მიდგომის უპირატესობები და აუდიტორიას საინტერესო ქეისური მიმოხილვა შესთავაზა.

გიორგი კერესელიძე — სპიკერმა აქცენტი მენჯ-ბარძაყის სახსრის სისტემებზე გააკეთა. მან დეტალურად მიმოიხილა PRIMO Acetabular System და JUVENO Femoral Hip System, ისაუბრა მათ ეფექტურობასა და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობაზე.

„4Hospitals“-ის მიერ ორგანიზებულმა ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსგავსი მაღალი დონის სამედიცინო ღონისძიებები ხელს უწყობს ქართულ ტრავმატოლოგიაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ინოვაციური მიდგომების გაზიარებას და საბოლოო ჯამში, პაციენტების მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას.
