ბლოგი
4Hospitals-მა CHISON-ის თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატები საერთაშორისო გადაუდებელი მედიცინის კონგრესზე წარადგინა
4Hospitals-მა CHISON-ის თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატებით მონაწილეობა მიიღო „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თანამედროვე მიღწევებისა და MAEM-ის ერთობლივ კონგრესში” (Frontiers in Advanced Emergency Care and MAEM Joint Congresses). ღონისძიება გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმას წარმოადგენს.

კონგრესის მთავარი მიზანი თანამედროვე გამოწვევების, ინოვაციებისა და სამეცნიერო მიღწევების განხილვა, საერთაშორისო გამოცდილებისა და კლინიკური პრაქტიკის გაზიარება იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის — Emory University-ის გადაუდებელი მედიცინისა და ტოქსიკოლოგიის კათედრის 34 მომხსენებელი, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ. მათ ქართველ კოლეგებს გაუზიარეს მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება, თანამედროვე სამედიცინო მიდგომები და უახლესი კლინიკური ცოდნა. კონგრესში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტები, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო მასშტაბი შესძინა.

ღონისძიების ფარგლებში, რესპუბლიკურ კლინიკაში გაიმართა პრაქტიკული ვორქშოფი, რომელიც მოიცავდა მასტერკლასებსა და პრაქტიკულ სესიებს. ამერიკელმა და ქართველმა ექიმებმა პრაქტიკული უნარებისა და გამოცდილების გასაზიარებლად გამოიყენეს 4Hospitals-ის მიერ წარმოდგენილი CHISON-ის ულტრაბგერითი აპარატები — CBit 6, EBit 20 და SonoBook 7. ვორქშოფს უძღვებოდნენ ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი მედიცინის ასოცირებული პროფესორი Ralph Bou Chebl და ექიმი-რადიოლოგი ულტრაბგერითი კვლევის სპეციალისტი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი თამარ ქურთიშვილი, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის ექიმი. ვორქშოფს კოორდინაცია გაუწია ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

კონგრესზე 4Hospitals-ის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო CHISON-ის ულტრაბგერითი აპარატები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ მათ შესაძლებლობებს და სპეციალისტებისგან პროფესიული კონსულტაცია მიეღოთ.

ღონისძიება საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოში გადაუდებელი მედიცინის განვითარების ხელშეწყობასაც ემსახურებოდა. სწორედ ამ მნიშვნელობაზე ისაუბრა 4Hospitals-თან ინტერვიუში ემორის უნივერსიტეტის, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დევიდ რაიტმა: „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ექსპერტები ერთიანდებიან, რათა გააუმჯობესონ გადაუდებელი მედიცინა და გადაუდებელი დახმარება საქართველოში. მადლიერები ვართ 4Hospitals-ის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ ტრენინგებისა და აღჭურვილობისთვის, რაც მათ მოგვაწოდეს.“

მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს ცოდნისა და კლინიკური გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვას. 4Hospitals განაგრძობს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში სამედიცინო განათლების, პროფესიული განვითარების და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას უწყობს ხელს.