სიახლეები

4Hospitals-მა Sinocare-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა – გლობალური გამოცდილება და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ხედვა

კომპანია 4Hospitals-მა Sinocare-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა საქართველოში. შეხვედრის ფარგლებში კომპანიებმა განიხილეს არსებული პარტნიორობის განვითარების მიმართულებები და ახალი შესაძლებლობები, რომლებიც მაქსიმალურად მორგებული იქნება ადგილობრივ ბაზარს და მომხმარებლების საჭიროებებს.

ამასთან, წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ Sinocare-ის სოციალურ კამპანიას, სისხლში შაქრის შემცველობის უფასო შემოწმებას, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება. აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას მარტივად და სრულიად უფასოდ შეიმოწმონ სისხლში შაქრის შემცველობა.

Sinocare 2002 წელს დაარსდა და დღეს უკვე ერთ-ერთ წამყვან გლობალურ ბრენდად არის ჩამოყალიბებული დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მართვის მიმართულებით. კომპანიის მიზანია ინოვაციური, მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ყოველდღიურ ცხოვრებას.

ბრენდი განსაკუთრებით გამორჩეულია სისხლში გლუკოზის მონიტორინგის ტექნოლოგიებში, სადაც მას 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. მისი პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.

საქართველოში Sinocare-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია 4Hospitals-ია, რომელიც აქტიურად აგრძელებს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის ზრდას და ინოვაციების დანერგვას.