ბლოგი
4Hospitals-ის გუნდი საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე
კომპანია 4Hospitals-ის გუნდი დაესწრო China International Medical Equipment Fair-ს — მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო გამოფენას, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, მწარმოებლებსა და პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიების ფარგლებში 4Hospitals-ის გუნდი გაეცნო უახლოეს ტენდენციებს და ტექნოლოგიური მიღწევებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციურ სამედიცინო მოწყობილობებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია პაციენტების უსაფრთხოების, დიაგნოსტიკის სიზუსტისა და მკურნალობის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.

ამასთან, 4Hospitals-ის გუნდი დაჯილდოვდა CONTEC 2026 Brand Strategy & Global Partner Conference-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, რაც კომპანიის საერთაშორისო აღიარებასა და წარმატებულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. CONTEC არის საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან სერტიფიკატებს, რაც პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

კომპანიისთვის მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებას არ ნიშნავს, ეს არის შესაძლებლობა, გააძლიეროს პარტნიორული ურთიერთობები წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან.

4Hospitals აქტიურად აგრძელებს განვითარებას და ცდილობს, საქართველოში არსებული კლინიკები უზრუნველყოს თანამედროვე, მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქტებით. სწორედ ასეთი პლატფორმები ქმნის საფუძველს, რომ კომპანიამ მუდმივად დანერგოს ინოვაციები და უპასუხოს სწრაფად