პროექტები, სიახლეები

4Hospitals X CHISON-ის კონფერენცია 22მაისი — კლინიკა ვივამედი

22 მაისს, 4Hospitals-ის ორგანიზებით, ვივამედის სამედიცინო ცენტრში გაიმართა კონფერენცია — „Modern Ultrasonography and Diagnostic Methods / თანამედროვე ულტრასონოგრაფია და დიაგნოსტიკური მეთოდები“. ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ულტრასონოგრაფიის თანამედროვე მიდგომებსა და დიაგნოსტიკური კვლევების უახლეს შესაძლებლობებს.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა მონაწილეებს გაუზიარეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. ასევე გაიმართა მასტერკლასები, რომლებიც ჩატარდა CHISON-ის პრემიუმ კლასის ულტრასონოგრაფიული აპარატის SonoMax 9-ის გამოყენებით.

ღონისძიება გახსნა შალვა წინწკალაძის მოხსენებამ, რომელიც მოიცავდა სამ მნიშვნელოვან კლინიკურ საკითხს: ფილტვის ანთება, პილორუსის სტენოზი და მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. სპიკერმა დამსწრეებს გააცნო აღნიშნული პათოლოგიების დიაგნოსტიკური მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.

სალომე ნათენაძის მოხსენება მოიცავდა „ინფარქტის შემთხვევები ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებში, მათი გართულებები და ექოკარდიოგრაფიული შეფასება“. პრეზენტაციის ფარგლებში განიხილა ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, შესაძლო გართულებები და ექოკარდიოგრაფიული კვლევის მნიშვნელობა. მოხსენების შემდეგ სპიკერმა ჩაატარა მასტერკლასი თემაზე “ექოკარდიოგრაფიული კვლევის თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები“.

კონფერენციის მონაწილეებს მანანა სეფაშვილმა ორი აქტუალური თემა წარუდგინა — „ორსულთა მეორე ტრიმესტრის ულტრაბგერითი სკრინინგი, რადიოლოგიური მიდგომა, სტრუქტურირებული შეფასება“ და „ადენომიოზი“. მოხსენებები შეეხებოდა თანამედროვე დიაგნოსტიკურ სტანდარტებსა და კლინიკურ პრაქტიკაში მათ მნიშვნელობას.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში თამარ ქურთიშვილმა წარადგინა თემა — „ულტრასონოგრაფიული კვლევა არასტაბილურ პაციენტებში გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში — RUSH პროტოკოლი“. პრეზენტაცია მოიცავდა რეალურ კლინიკურ შემთხვევებსა და ვიდეომასალას.

აუდიტორიის წინაშე წარდგა CHISON-ის ბრენდის მიერ მოწვეული სპიკერი, Mostafa Mahmoud, რომელმაც მონაწილეებს ბრენდის განვითარების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ულტრასონოგრაფიის მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სხვადასხვა პროფესიულ საკითხზე, ხოლო Q&A სესიის ფარგლებში სპიკერმა აუდიტორიის შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ არა მხოლოდ მოესმინათ დარგის წამყვანი სპეციალისტების მოხსენებები, არამედ პრაქტიკულად გაცნობოდნენ CHISON-ის თანამედროვე ულტრასონოგრაფიულ ტექნოლოგიებსა და მათ შესაძლებლობებს. ღონისძიება კიდევ ერთხელ გახდა პროფესიული ცოდნის გაზიარებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის.