სიახლეები

თბილისში 4Hospitals-ის შოურუმი გაიხსნა

თბილისში, ლუბლიანას N28-ში, 4Hospitals-ის შოუ-რუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია სამედიცინო მიმართულების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის, ჰოსპიტალური ავეჯი და ინვენტარი, ქირურგიული და ლაპარასკოპიული ინსტრუმენტები, ქირურგიული სახარჯი მასალები, პლასტიკური ქირურგიის იმპლანტები, ლაბორატორიული აპარატურა, მსხვილი და წვრილი სამედიცინო აპარატურა და სხვა.

4Hospitals-ის კომერციული დირექტორის, გიგა კოხრეიძის თქმით, კომპანიის ერთ-ერთი ძლიერი და ძველი ხაზია ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მიმართულებები, რომელშიც კომპანია ლიდერია და წარმოდგენილი აქვს სრულმასშტაბიანი ასორტიმენტი, როგორც ზოგადქირურგიული ლაპარასკოპიული, ასევე უროლოგიური, გინეკოლოგიური, ართროსკოპიული და სხვა პროდუქციით.

4Hospitals მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციას. პროდუქციის შეთავაზებაშია, როგორც მაღალხარისხიანი უჟანგავი ფოლადის, ასევე ელექტროსტატიკური საღებავით დაფარული ავეჯი, რაც გვაძლევს ფასისა და ხარისხის დივერსიფიკაციას.

შოუ-რუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ახალი ლაბორატორიული მიმართულება, როგორც ლაბორატორიული სახარჯი მასალებით, ასევე აპარატურით.

რაც შეეხება ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებას, ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია სტენტებს და სტენტირებისთვის საჭირო სახარჯ მასალებს დეტალურად გაეცნოს და შეარჩიოს.

პროდუქციის ფართო და ინოვაციური ასორტიმენტი არაერთ მსხვილ, გლობალურად წარმატებულ კომპანიებთან  პარტნიორობის დამსახურებაა, რომელთა შორისაცაა შემდეგი წამყვანი საერთაშორისო ბრენდები: Johnson&Johnson, Polytech, Grena და ა.შ.

4ჰოსპიტალსის აღმასრულებელი დირექტორის, დავით წინწკალაძის თქმით, მათი მთავარი ღირებულებაა კონცენტრირება და ორიენტირი ხარისხზე.  კომპანია მუდმივად მუშაობს სისტემურ და სტრუქტურულ მოწყობაზე და გუნდის ზრდა ხდება მთავარ პრინციპზე დაყრდნობით, რომ მისი თითოეული წევრი იყოს ექსპერტული ცოდნის მქონე.

კომპანიის დამფუძნებელი, ნინო გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ორგანიზაცია ფოკუსირებულია ძირითადად B2B მიმართულებაზე, ანუ კლინიკებთან პარტნიორობაზე და არ აქვს საცალო გაყიდვები. რაც შეეხება მის ბიზნეს ხედვას, დაფუძნების დღიდან ეყრდნობა პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს. კომპანიაში შეიქმნა სამედიცინო პროდუქციის საპროდუქტე ხაზები, როგორიცაა ზოგადი ქირურგია, ლაპარასკოპია, ენდოსკოპია, ტრავმატოლოგია და მუდმივად კონტროლდება მათი პროცესული ჯაჭვით გამართულობა.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 4ჰოსპიტალსის გუნდის წევრები დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევას სთავაზობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *