სიახლეები

სამედიცინო კომპანია 4Hospitals-ის ამბიციური ნაბიჯები

სამედიცინო კომპანია 4Hospitals გამომწერებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა სასარგებლო თემებზე და მიდგომებზე სამედიცინო ვიდეო-რუბრიკების მეშვეობით.

სამედიცინო ვიდეო-რუბრიკები გულისხმობს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, სფეროს წამყვანი ექიმების გამოცდილების გაზიარებას, რჩევებს და პრევენციებს.

4Hospitals-ის Facebook და Youtube გვერდებზე აღმოაჩენთ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა „მიდგომები თანამედროვე ონკოქირურგიაში“, რომელსაც მედიცინის დოქტორი და ონკოქირურგი, ილია გოცაძე გაგაცნობთ;

შეხვდებით ვიდეორგოლებს ძუძუს აუგუმენტაციის და რინოპლასტიკის შესახებ, რომელსაც სფეროს წამყვანი ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ალექსანდრე კუზანოვი გიამბობთ;

ასევე, შეგიძლიათ იხილოთ მედიცინის აკადემიური დოქტორის, დავით აბულაძის სამედიცინო ვიდეორგოლები, რომლებიც მოიცავენ ჭარბწონიანობის მკურნალობას, თანხმლებ დაავადებებს და პრევენციას, გარდა ამისა – ინფორმაციას პროსტატის კიბოზე, ბარიატრიულ ქირურგიაზე და სხვა.

4Hospitals-ის პროექტმა, რომელიც ხორციელდება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში (CSR), დიდი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია გამომწერებში.

პროექტის ფარგლებში, ორგანიზატორები ყოველდღიურად იღებენ უამრავ შეტყობინებას და კითხვას იმ თემებზე, რაც დიდ ინტერესს იწვევს ჩვენს მაყურებლებში. ამან 4ჰოსპიტალსს ბიძგი მისცა, რომ მოეცვა სხვა მიმართულებებიც.

კომპანიაში აცხადებენ: „მომხმარებელი ჩვენთვის დიდი სტიმულია. გვიხარია, რომ აქტიურად უყურებენ ჩვენს ვიდეო-რუბრიკებს და ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დიდი აუდიტორია მოვიცვათ და ავითვისოთ სხვა პლატფორმები, რათა ყველა დაინტერესებულ პირს მივცეთ შესაძლებლობა, რომ, მიიღონ სასურველი ინფორმაცია სამედიცინო თემებზე, დაავადებებზე, დასვან კითხვები და უშუალოდ ეკონტაქტონ ექიმებს“.

თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს:

FB – https://www.facebook.com/4Hospitals

Youtube – https://www.youtube.com/channel/UCekG_PKfORzy4d83tHYq4wg

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *