სიახლეები

4Hospitals – ექსკლუზიური პარტნიორის, Grena-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე

4Hospitals Grena-ს პარტნიორთა შეხვერაზე

სამედიცინო პროდუქციისა და სერვისების პროვაიდერი კომპანია 4Hospitals, 2014 წლიდან დღემდე, უმაღლესი ხარისხის, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქციით ამარაგებს 300-ზე მეტ დაწესებულებას სრულიად საქართველოს მასშტაბით და თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორც ამერიკის, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია მუდმივადაა ჩართული საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში, მონაწილეობას იღებს პარტნიორთა შეხვედრებში და აქტიურად ადევნებს თვალს პროდუქციის წარმოების პროცესებს, რათა კლინიკებს შესთავაზოს მაღალი სტანდარტებით შექმნილი ინოვაციური პროდუქცია ყველა მიმართულებაში, როგორიცაა: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

4Hospitals Grena-ს პარტნიორთა შეხვედრაზე4Hospitals Grena-ს პარტნიორთა შეხვედრაზე

4Hospitals მისი ექსკლუზიური პარტნიორის, Grena-ს პარტნიორ კომპანიათა ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში.

Grena LTD არის სამედიცინო მოწყობილობების ინოვაციური მწარმოებელი. მათი მთავარი ხედვა პაციენტის უსაფრთხოება და მომხმარებლის კომფორტია, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის ხარისხზე.

ღონისძიება 25-27 სექტემბერს, 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოხსენებას წარადგენდნენ როგორც ექიმები, ასევე გრენას წარმომადგენლები. ამავდროულად, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროდუქციის სრული ასორტიმენტი გრენას პორტფოლიოდან და მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ, უკეთ გაცნობოდნენ სპეციფიკაციებს და პარალელურად ენახათ წარმოების პროცესი გრენას ქარხანაში.

4ჰოსპიტალს გრენას პარტნიორთა შეხვედრაზე

ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანია 4ჰოსპიტალსის მიმართულების მენეჯერი, მედეა კვარაცხელია და სამედიცინო წარმომადგენელი, ნანუცა სხირტლაძე.

 

4Hospitals აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო ღონისძიებებში და არის იქ, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *