ბლოგი
დიაბეტის ციფრული მართვის გლობალური ხედვა: 4Hospitals – Sinocare-ის SDDMC კონფერენციაზე
კომპანია 4Hospitals-მა, როგორც Sinocare-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მონაწილეობა მიიღო კომპანიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში, SDDMC (Sinocare Diabetes Digital Management Conference), რომლის ფარგლებში განიხილეს დიაბეტის მართვის თანამედროვე მიდგომები, ციფრული ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივები და ინოვაციური ტექნოლოგიების როლი პაციენტებზე ზრუნვისა და ხარისხის გაუმჯობესებაში.

მსოფლიოს წამყვანი კლინიკური ექსპერტების, ენდოკრინოლოგების, მკვლევრების, საერთაშორისო პარტნიორების და ინდუსტრიის ინოვატორების მონაწილეობით, SDDMC 2026-ის ფარგლებში განიხილეს ციფრული დიაბეტის მართვის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჯანდაცვის, გლიკემიის ზუსტი კონტროლისა და დიაბეტის სრული ციკლის მართვის მიმართულებით არსებული უახლესი მიღწევები.

Sinocare, რომელიც 2002 წელს დაარსდა, ფოკუსირებულია ძირითადი ტექნოლოგიების, მათ შორის უწყვეტი გლუკოზის მონიტორინგის (CGM) სისტემების, დამოუკიდებელ კვლევასა და განვითარებაზე. კომპანიამ არაერთი ეროვნული დონის ინდუსტრიული ჯილდო მოიპოვა და შექმნა სრულყოფილი ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს დიაბეტის ტესტირებას, მონიტორინგსა და ციფრულ მართვას. დღეს Sinocare-ის პროდუქტები მსოფლიოს მასშტაბით 187 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო კომპანიის საერთაშორისო მასშტაბი და მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია 4Hospitals, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაზე, მათი ყოველდღიური საქმიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ღონისძიებაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს 4Hospitals -ის მისწრაფებას, მუდმივად იყოს ჩართული საერთაშორისო სამედიცინო სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებში, ამასთან აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას.