პროექტები, სიახლეები

4Hospitals X CHISON – ის კონფერენცია – ქუთაისი – თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი WRC

4Hospitals-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის „Modern Ultrasonography and Diagnostic Methods / თანამედროვე ულტრასონოგრაფია და დიაგნოსტიკური მეთოდები“ მეხუთე და დასკვნითი დღე თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში ჩატარდა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ CHISON-ის უახლეს ულტრასონოგრაფიულ ტექნოლოგიებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული მასტერკლასები და მონაწილეებს თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობების დეტალურად გაცნობის საშუალება მიეცათ.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა მონაწილეებს აქტუალურ და პრაქტიკულ თემებზე გაუზიარეს გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მედიცინის სკოლის ხელმძღვანელმა და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმმა-რადიოლოგმა, ირაკლი შენგელიამ, წარადგინა მოხსენება თემაზე „ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენა რადიოლოგიურ კვლევის მეთოდებზე და AI-ის ინტეგრაცია თანამედროვე დიაგნოსტიკაში“.

ექიმმა-რადიოლოგმა თეა ჭარხალაშვილმა, ისაუბრა თემაზე — „ულტრაბგერითი კვლევა: მწვავე აპენდიციტი და მისი მიმიკერები“, სადაც განიხილა დიაგნოსტიკის პროცესში არსებული გამოწვევები და პრაქტიკული ასპექტები.

კონფერენციის მეხუთე დღემ წარმატებით დაასრულა 4Hospitals-ის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია, რომლის მიზანი საქართველოში სამედიცინო ცოდნის გაზიარება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაა.

კონფერენციების მთავარი მიზანი იყო საქართველოში CHISON-ის უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნის გაზიარება, სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა განვითარების ხელშეწყობა ულტრასონოგრაფიული ტექნოლოგიების მიმართულებით და თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომების პოპულარიზაცია საქართველოში.

4Hospitals არის CHISON-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და აქტიურად განაგრძობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.