პროექტები, სიახლეები

4Hospitals X CHISON – ის კონფერენცია – ბათუმი – ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა

27 მაისს, 4Hospitals X CHISON-ის კონფერენციის „Modern Ultrasonography and Diagnostic Methods / თანამედროვე ულტრასონოგრაფია და დიაგნოსტიკური მეთოდები“ მეოთხე დღე გაიმართა. ამჯერად ღონისძიებას ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინამ“ უმასპინძლა, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა თანამედროვე ულტრასონოგრაფიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია მიიღეს.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ დარგის სპეციალისტების პრეზენტაციები, რომლებიც თანამედროვე ულტრასონოგრაფიის, დიაგნოსტიკური მეთოდებისა და კლინიკურ პრაქტიკაში მათი გამოყენების საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პროფესიული გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების გაცნობა სამედიცინო წარმომადგენლებისთვის.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მასტერკლასი, რომელიც CHISON SonoMax 9 აპარატურის გამოყენებით გაიმართა, თემაზე „ორსულობის პერიოდში ულტრაბგერითი სკრინინგის მნიშვნელობა“ მასტერკლასი ექიმ-რადიოლოგმა ეთერ ნიკვაშვილმა ჩაატარა. სესიის ფარგლებში განხილული იყო დიაგნოსტიკის მნიშვნელობა, ულტრაბგერითი კვლევის თანამედროვე შესაძლებლობები და კლინიკურ პრაქტიკაში მისი ეფექტური გამოყენების საკითხები.

4Hospitals, როგორც CHISON-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აქტიურად აგრძელებს თანამედროვე მეთოდების დანერგვას და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების პოპულარიზაციასა და პრაქტიკაში მათ ეფექტიან დანერგვას.