სიახლეები

4Hospitals – წარმატების 5 წელი

4Hospitals 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, რაც მას საშუალებას აძლევს კლინიკებისთვის უზრუნველყოს სრულყოფილი სერვისი, გამართული ლოჯისტიკა, პროდუქციის მიწოდების უწყვეტობა და, რაც მთავარია, აპარატურის ექსპლუატაციის მანძილზე სრული მომსახურება.

გარდა ამისა, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, 4Hospitals პარტნიორ ექიმებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ მასტერკლასებსა და კონფერენციებს, სადაც მათ უცხოელი კოლეგებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების და, ამავდროულად, დარგში მიმდინარე მსოფლიო ინოვაციების გაცნობის შესაძლებლობა აქვთ.

5 წლის წინ, როცა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გამყრელიძე, სამ თანამოაზრესთან ერთად კომპანიას ქმნიდა, მათი მთავარი მიზანი იყო, შეექმნათ ისეთი სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია, რომელიც სრულყოფილი სერვისის შეთავაზებით საქართველოს ბაზარზე დაიკავებდა თავის უნიკალურ და გამორჩეულ ადგილს.

ხელმძღვანელებმა დაისახეს რამდენიმე ამოცანა:

– საიმედო პარტნიორობა კლინიკებისა და ექიმებისთვის;

– ძლიერი გუნდის შეკვრა და გამართული ორგანიზაციული შიდა სტრუქტურის შექმნა;

– მაღალი ორგანიზაცული კულტურის დანერგვა.

2014 წლიდან კომპანიამ განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა და მრავალი გამოწვევა დაძლია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ამოცანები, რომლებიც დამფუძნებლებმა start up – ის ფაზაში დაისახეს, დიდწილად შეასრულეს. არასდროს უღალატიათ კომპანიის ღირებულებებისთვის და მათი პროგრესულობა, საიმედო პარტნიორობა და მზრუნველობა თანამშრომლებისთვისაც ყოველთვის მამოტივირებელი იყო.

კომპანიამ სწორედ ამიტომ შეძლო, რომ მოეპოვებინა ნდობა როგორც კლიენტებს, ასევე მომწოდებლებს შორის. ეს არის 4Hospitals-ის ყველაზე მთავარი მიღწევა.

დღეს 4ჰოსპიტალს-ის პროდუქტების ჩამონათვალში 2500-ზე მეტი სამედიცინო პროდუქტია, რომელთა მომხმარებელი საქართველოში თითქმის ყველა კლინიკა, ექიმი და ასეულ ათასობით პაციენტია.

საყურადღებოა, რომ 4Hospitals – მა მოიპოვა ნდობა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – საერთაშორისო ასპარეზზეც. მან მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა როგორც ექიმებს, ასევე – პაციენტებს.

4Hospitals-მა პირველი აღიარება დაახლოებით 2 წლის წინ მოიპოვა. პოლონეთში, ბრიტანული კომპანია Grena- ს პარტნიორთა გაერთიანებულ შეხვედრაზე, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა და მას გადაეცა სიგელი „გამორჩეული მოღვაწეობისთვის“;

– გასულ შემოდგომაზე, ავსტრიაში, გერმანული კომპანია POYTECH- ის მიერ, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს, დაჯილდოვდა სიგელით „გამოჩეული საქმიანობისა და მოღვაწეობისთვის“;

– და სულ რაღაც 2 კვირის წინ გერმანული კომპანია IME-DC-ის მიერ, რომელიც ასევე წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში, მიიღო კიდევ ერთი სიგელი „გამორჩეული საქმიანობისთვის“.

კომპანია 4ჰოსპიტალსი არასდროს ჩერდება და მუდმივად ახლის ძიებაშია. ყოველდღიურად დგამს ახალ, სწორად გააზრებულ და აწონილ ნაბიჯებს,განვითარებისკენ.

კომპანიაში იგეგმება მთელი რიგი აქტივობები. მისი სამომავლო მიზნებია: ახალი გლობალური პარტნიორების შეძენა, ახალ ბაზრებზე შესვლა (მაგალითად წელს აპირებს სომხეთის ბაზარზე გასვლას), ასევე – პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა მაღალტექნოლოგიური ინვენტარით და აპარატურით, რათა გაზარდოს ქართული სამედიცინო ბაზრის მხარდაჭერა.

ასეთი ამბიციური გეგმების შესასრულებლად 4Hospitals თანამშრომლობს მარკეტინგული კომუნიკაციების საკონსულტაციო კომპანია Profit Lab – თან. მისი დახმარებით ჩამოყალიბდა მარკეტინგული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და CSR სტრატეგიები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება. ამავდროულად, იგეგმება სიახლეები კომპანიის საბოლოო მომხმარებლებისთვის – პაციენტებისთვის, რაც მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამებით გამოიხატება. 4Hospitals-თვის მნიშვნელოვანია იყოს პასუხისმგებლიანი და სანდო კომპანია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ყველა ამ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის 4Hospitals-ის გუნდს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიან წარმატებას, გამოირჩევიან პროფესიული თვისებებით, სიახლისადმი სწრაფვით და კომპანიის მიზნებისა და ღირებულებების ერთგულებით.

კომპანიის დამფუძნებლის, ქალბატონ ნინო გამყრელიძის აზრით: „სწორად ჩამოყალიბებული ორგანიზაციული სტრუქტურა, ზუსტად დელეგირებული საქმიანობა ე.წ. Front და Back ოფისის კოორდინირებული მუშაობა, კომპანიის წარმატებული ფუნქციონირების საწინდარია“.

4Hospitals მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში საქართველოში.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს შესახებ იხილეთ : https://www.facebook.com/4Hospitals/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *