სამედიცინო კომპანია 4Hospitals-ში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა დირექტორთა საბჭო.
საბჭოს შემადგენლობა ასე გამოიყურება: აღმასრულებელი დირექტორი- დავით წინწკალაძე, კომერციული დირექტორი- გიგა კოხრეიძე და ფინანსური დირექტორი- დავით ლიპარტია, რომელთაც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციით უხელმძღვანელებს 4Hospitals -ის დამფუძნებელი, ნინო გამყრელიძე.
ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება კომპანიის სწრაფი ზრდის ტემპითა და ახალი მიმართულებების განვითარებითაა გამოწვეული. საბჭოს მიზანია, მმართველობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა და სათანადო მართვის პრინციპებზე დაფუძნებული ეფექტური სისტემის უზრუნველყოფა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სანდო პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას კომპანიასა და მის თანამშრომელთა თუ პარტნიორთა შორის.
4Hospitals სამედიცინო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ ხნის მანძილზე კომპანიამ ნდობა და აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ უცხოელ პარტნიორებს შორის, დღეისათვის კი მრავალი საერთაშორისო გლობალური ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.
მისი პროდუქტების ჩამონათვალში 7000-ზე მეტი სამედიცინო პროდუქტია შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ანესთეზიოლოგია, ლაბორატორია, დიაგნოსტიკა, ნეონატოლოგია, გინეკოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, პულმონოლოგია, სტერილიზაცია, სამედიცინო ავეჯი, ენდოსკოპია, ართროსკოპია, პროქტოლოგია, უროლოგია, ფიზიოთერაპია.
4Hospitals-ის მთავარი მამოძრავებელია “ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე”, რაც გულისხმობს კომპანიის კლიენტებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებულ მოღვაწეობას;
4Hospitals-ის გუნდი წარმოდგენილია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, რომლებიც ორიენტირებულნი არიან განვითარებაზე, ინოვაციებისა და სიახლეების დანერგვაზე მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად.
კომპანია მუდმივად უზრუნველყოფს ნაშთების წამიერი სიზუსტის კონტროლის მექანიზმსა და უწყვეტ ლოჯისტიკურ ციკლს, რომლის შედეგად, 4Hospitals სასურველ დროს, კომფორტული და მოქნილი მიწოდებით ამარაგებს სამედიცინო სექტორს საჭირო პროდუქციით და ასევე, მხარს უჭერს მათ წარმატებულ ფუნქციონირებას მაღაკვალიფიციური საინჟინრო მომსახურებით.