ბლოგი
ქუთაისში 4HOSPITALS-ის დასავლეთ რეგიონის წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა
საქართველოს სამედიცინო ბაზარზე მოქმედმა ლიდერმა კომპანიამ, 4Hospitals-მა, პროცესების მეტად დასახვეწად და ოპერატიულობის უზრუნველსაყოფად, ქუთაისში, ჯავახიშვილის #6/34-ში, დასავლეთ რეგიონის წარმომადგენლობის ოფისი და შოუ-რუმი გახსნა.
4ჰოსპიტალსის აღმასრულებელი დირექტორის, დავით წინწკალაძის, განცხადებით, კომპანია მუშაობს დასავლეთ საქართველოში გუნდის გაძლიერებაზე, რასაც რეგიონალური მენეჯერის პოზიციით უხელმძღვანელებს გიორგი მამასახლისი. მისი საქმიანობა ორიენტირებულია კლინიკების საჭიროებების შესწავლასა და მომსახურების ოპერატიულად გაწევაზე.
სამედიცინო ბაზარზე 9 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, 4Hospitals-მა ნდობა და აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ უცხოელ პარტნიორებს შორისაც. დღეისათვის კომპანია მრავალი საერთაშორისო, გლობალური ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და მისი პორტფელი მოიცავს დაახლოებით 7000 სამედიცინო პროდუქტს, რომელიც შემდეგ ძირითად მიმართულებებში ერთიანდება: ლაპაროსკოპია, ტრავმატოლოგია, კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ანესთეზიოლოგია/რეანიმაცია, ლაბორატორია, ჰოსპიტალური ავეჯი, ენდოკრინოლოგია, პედიატრია, სტერილიზაცია და ა.შ.
I’ve tried a few sites lately but this one is definitely the smoothest. The login process is fast and the games load instantly. Highly recommend panalo888login for anyone looking for a reliable spot.
Very informative post, the part about winter layering was broken down so well, much appreciated.