სიახლეები

Chison-ის საერთაშორისო დილერების შეხვედრა დუბაიში — 4Hospitals -მა მონაწილეობა მიიღო, როგორც ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში

2026 წლის 7 თებერვალს, Dubai-ში გაიმართა Chison-ის ოფიციალური საერთაშორისო დილერების შეხვედრა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პარტნიორები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 4Hospitals- მა — რომელიც გახლავთ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

შეხვედრის ფარგლებში წარმომადგენლებმა განიხილეს სამედიცინო ინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, ბაზრის განვითარების შესაძლებლობები და პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერების სტრატეგიული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბრენდის ახალ პროდუქტებს, რომლებიც მიზნად ისახავს კლინიკური პროცესების ეფექტიანობისა და სიზუსტის ზრდას.

შეხვედრის ფარგლებში 4Hospitals – ის გუნდი დაჯილდოვდა. კომპანიამ მიიღო სპეციალური ჯილდო, რაც წარმოადგენს გუნდის პროფესიონალიზმის, სტაბილური ზრდისა და პარტნიორთან წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელოვან დასტურს. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს კომპანიის პოზიციას, როგორც სანდო და განვითარებადი პარტნიორის ქვეყანაში.

4Hospitals მადლობას უხდის კომპანია chison -ს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ამასთან მომავალშიც გააგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა საქართველოში სამედიცინო სექტორს მიაწოდოს უახლესი, მაღალი ხარისხის აპარატურა და ხელი შეუწყოს სამედიცინო მომსახურების სტანდარტების გამართვას.