სიახლეები

4Hospitals საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი და ზრდაზე ორიენტირებული სამედიცინო კომპანიაა

4Hospitals ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანიაა, რომლის პარტნიორიც საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაა.

კომ­პა­ნია 2014 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს კლი­ნი­კე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის და სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას და მუდმივად ზრუნავს დროული და უწყვეტი მომარაგების, მომსახურების სტანდარტის და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს მომხმარებელზე და დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა და ხარისხი სამუშაო პროცესის თითოეულ ეტაპზე, ხოლო მის მთავარ აქტივს- საქ­მი­სად­მი კე­თილ­სინ­დი­სე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გად კლიენტების მხრიდან მო­პო­ვე­ბუ­ლი ნდო­ბა.

2022 წელი უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვა იყო მრა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის. პან­დე­მი­ის შემ­დეგ შე­ნე­ლე­ბუ­ლი რიტ­მი თით­ქმის ორ­მა­გად აჩ­ქარ­და, რისთვისაც საჭირო იყო სრული მზადყოფნა, როგორც მარაგების და რესურსების, ასევე ბიზნეს პროცესების დატვირთულობის კუთხით.

4Hospitals-ში აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნია ამ გა­მოწ­ვე­ვას ღირ­სე­უ­ლად გა­უმკლავ­და და თით­ქმის 40%-იანი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბლით ჩა­ხუ­რა წელი.

კომპანია აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტენდერებში და გან­ახორციელა არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, მათ შო­რი­ს: ხოზ­რე­ვა­ნი­ძის კლი­ნი­კის აღ­ჭურ­ვა აპა­რა­ტუ­რით, Total Charm-ის სა­ო­პე­რა­ციო ბლო­კის და პა­ლა­ტე­ბის აღ­ჭურ­ვა სა­მე­დი­ცი­ნო ავე­ჯით და აპა­რა­ტუ­რით, პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის აღ­ჭურ­ვა სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რი­თა და ინ­ვენ­ტა­რით, მა­ნა­გა­ძის სა­ხე­ლო­ბის ურო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ემერ­ჯენ­სის აღ­ჭურ­ვა და მრა­ვა­ლი სხვა.

გა­სუ­ლი წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­დან შეგვიძლია გამოვყოთ: ქუ­თა­ის­ში და­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სის გახ­სნა, მო­ცუ­ლო­ბი­თი ტვირ­თე­ბის­თვის ახა­ლი და­მა­ტე­ბი­თი სა­წყო­ბის მო­წყო­ბა, ახალი მომწოდებელი კომპანიებისა და პარტნიორების გაორმაგება და თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ზრდა, რომელთა რიცხვიც დღეს 50-ს შეადგენს.

მო­ე­წყო და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო სივ­რცე­ე­ბი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, და­ი­ნერ­გა სი­ახ­ლე­ე­ბი ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა­ში შიდა სის­ტე­მუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის და ტექ­ნი­კუ­რი, ინო­ვა­ცი­უ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბის ხარ­ჯზე, რაც კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს სა­მუ­შაო პრო­ცესს.

კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აქტიურად ესწრებოდნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მე­დი­ცი­ნო გა­მო­ფე­ნებს და  მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებდნენ ად­გი­ლობ­რივ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.

4Hospitals-ის სა­მო­მავ­ლო ხედ­ვაა იყოს გა­მორ­ჩე­უ­ლი, სრულ­ყო­ფი­ლი სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნია, რომ­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბაც კლი­ენ­ტებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ცი­პებს ეფუძნება.

2023 წელს, 4Hospitals მზა­დაა უამ­რა­ვი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის­თვის, კომ­პა­ნი­ი­სა და თა­ნამ­შრო­მე­ლე­ბის კი­დევ უფრო ზრდის­თვის და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. გეგ­მავს, უამ­რავ სი­ახ­ლეს, რო­მელ­საც ეტა­პობ­რი­ვად გა­ვაც­ნობთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ აუ­დი­ტო­რი­ას.

 

One thought on “4Hospitals საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი და ზრდაზე ორიენტირებული სამედიცინო კომპანიაა”

  1. xs777game ამბობს:

    Really impressed with the win rates on this site. It feels fair and the rewards are distributed quite generously. xs777game

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *