სიახლეები

4Hospitals-ის ვიზიტი Translumina International-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრაზე

მუდმივად ცვალებად და განვითარებად სამედიცინო ბაზარზე მნიშვნელოვანია, რომ იყო დინამიური, სწრაფად მზარდი და ინოვაციებზე ორიენტირებული.

სიახლეებისკენ სწრაფვა, მაღალტექნოლოგიური პროდუქციით 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების უწყვეტად მომარაგება, ინოვაციების დანერგვა და საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი ჩართულობა – ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რასაც კომპანია 4Hospitals ახორციელებს.

4ჰოსპიტალსი სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერია საქართველოში, რომლის მთავარ ღირებულებას ხარისხის მაღალი სტანდარტები და მომხმარებელზე ორიენტირებულობა წარმოადგენს.

მისი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ერთიანდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

4Hospitals Translumina

27-29 სექტემბერს, ქალაქ დუბაიში გაიმართა 4Hospitals-ის ექკლუზიური პარტნიორის, Translumina International-ის პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა კომპანიების თანამშრომლობის განვლილი პროცესები და სამომავლო გეგმები.

Translumina არის კარდიოლოგიის და მინიმალური ინვაზიური ქირურგიის სამედიცინო მოწყობილობების განვითარებისა და წარმოების სპეციალისტი კომპანია. დაარსების დღიდან, კომპანიის მთავარი ღირებულებაა ახალი პროდუქტებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება და არსებული პროდუქციის ასორტიმენტის მუდმივად გაუმჯობესება.

4ჰოსპიტალს ტრანსლუმინა

4ჰოსპიტალსის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით წინწკალაძემ, განაცხადა – „ჩვენ ვართ Translumina-ს ექკლუზიური პარტნიორები საქართველოში ინტერვენციული კარდიოლოგიის, როგორც სტენტების, ასევე სახარჯი მასალების მიმართულებით. დღეს, ჩვენს კომპანიას კარდიო-ინტერვენციის ბაზარზე უჭირავს 25% და ვთანამშრომლობთ თითქმის ყველა კარდიო-ინტერვენციონისტთან საქართველოში.

ჩვენი სტენტები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობით და მაღალტექნოლოგიურობით. კომპანია ტრანსლუმინა ატარებს უამრავ კლინიკურ კვლევას როგორც გერმანიაში, ასევე ინდოეთში და აქტიურად თანამშრომლობს მიუნხენის კვლევის ცენტრთან, რომლის ხელმძღვანელიცაა Dr. Kastrati და აქვთ სტენტების 10 წლიანი კლინიკური კვლევის შედეგები, რაც არის ძალიან დიდი ღირებულება ამ მიმართულების კომპანიისთვის.

4ჰოსპიტალს ინტერვენციის მიმართულებით ყავს ძალიან ძლიერი გუნდი, როგორც მიმართულების მენეჯერები, ასევე მისი წარმომადგენლები“.

4ჰოსპიტალსის ჯილდო Translumina International-ისგან

Translumina-ს დამფუძნებლების მიერ ჩატარდა გალა დაჯილდოება, სადაც 4ჰოსპიტალსს გადაეცა ჯილდოები ყველაზე პერსპექტიული თანამშრომლობისთვის და მაღალი დონის თანამშრომლობისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ დაჯილდოებაზე პარტნიორები წარმოდგენილები იყვნენ მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.

შეხვედრას ესწრებოდნენ 4Hospitals-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გამყრელიძე, აღმასრულებელი დირექტორი, დავით წინწკალაძე და მიმართულების მენეჯერი, რატი შალამბერიძე.

4ჰოსპიტალს აგრძელებს აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში და არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *