სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია 4Hospitals ზუსტად 10 წლის წინ ჩამოყალიბდა, საერთო იდეის გარშემო მყოფი ადამიანები იპოვა და მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად დაიწყო დინამიკური, სწრაფი განვითარება.
დღეს, 4Hospitals სამედიცინო პროდუქციის და სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს შორის წამყვან პოზიციებს იკავებს და თანამშრომლობს 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან საქართველოში.
მისი მთავარი ღირებულება მაღალი კორპორატიული კულტურა, კვალიფიციური სპეციალისტებით გუნდის დაკომპლექტება, ინოვაციების დანერგვა, ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და მიწოდების სერვისის უწყვეტობაა.
4ჰოსპიტალსის დამფუძნებლის, ნინო გამყრელიძის, თქმით: „კომპანიამ დაარსებიდან დღემდე წარმოუდგენლად დიდი და რთული გზა განვლო. როდესაც განვლილ 10 წელს ვიხსენებ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საერთო ხედვით გაერთიანებული 5 ადამიანის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, დღეს ამ ხედვის მოზიარე 55 ადამიანია 4Hospitals-ში, რომლებიც ქმნიან წარმატებას. თითოეული მათგანის როლი ძალიან დიდია, კომპეტენცია – უმაღლესი.
თანამოაზრეებთან ერთად კომპანიის შექმნისას, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია, რომელიც სრულყოფილი სერვისების შეთავაზებით საქართველოს ბაზარზე დაიკავებდა თავის უნიკალურ და გამორჩეულ ადგილს. ვფიქრობ, რომ ამას ნამდვილად მივაღწიეთ და 4ჰოსპიტალსის, როგორც ბრენდის, იდენტობა დამკვიდრებულია და, რა თქმა უნდა, აგრძელებს განვითარებას“.
კომპანიამ შეძლო, რომ გამხდარიყო ლოიალური და სანდო კომპანია, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ, საერთაშორისო ბაზარზეც. არაერთ წარმატებულ ბრენდთან პარტნიორობით, დღეს 4ჰოსპიტალს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 3000-ზე მეტი პროდუქციით უწყვეტად ამარაგებს სამედიცინო დაწესებულებებს.
პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ნაწილდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.
4Hospitals არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!