4Hospitals არის Chison-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიამ სამუშაო ვიზიტით Chison-ის წარმომადგენელს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, Chison-ის წარმომადგენელი- Jason Lee შეხვდა 4Hospitals-ის გაყიდვების გუნდსა და ტექნიკურ სპეციალისტებს. შეხვედრაზე გაიმართა დეტალური პრეზენტაციები და პრაქტიკული მიმოხილვები, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ინოვაციური პროდუქციის ეფექტიან წარდგენასა და მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
კომპანის ორგანიზებით, Chison-ის წარმომადგენელი ეწვია შემდეგ წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს:
• შპს თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა
• შპს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
• შპს გიორგი ბრეგაძის სამედიცინო ცენტრი კაპილარი
• შპს თქვენი კლინიკა
Jason Lee-მ დეტალურად გააცნო ექიმებსა და ექოსკოპისტებს კომპანიის უახლესი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები, მათ შორის ინოვაციური ულტრაბგერითი სისტემების ფუნქციონალი, დიაგნოსტიკური სიზუსტე და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები.
Thanks for this, the part about vintage looks was written in plain language, exactly what I was looking for.