სიახლეები

4Hospitals-ის გუნდი და პარტნიორი ორთოპედ-ტრავმატოლოგები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, Mindray-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ

4Hospitals-ის გუნდი და პარტნიორი ორთოპედ-ტრავმატოლოგები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, Mindray-ის სათავო ოფისში იმყოფებოდნენ.

25-30 ივლისს, Mindray-ის მოწვევით, ქართველმა სპეციალისტებმა ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმოების ხაზები დაათვალიერეს და უახლეს ტექნოლოგიებს ტრავმა-ორთოპედიული ქირურგიის მიმართულებით გაეცნენ.

გაიმართა მასტერკლასი მუხლის ართროპლასტიკის შესახებ — ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგ-ოპერაცია, რომელშიც ქართველ და ჩინელ ქირურგებს შორის გამოცდილების გაცვლა აქტიურად მიმდინარეობდა.

შეხვედრების ძირითადი ფოკუსი კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების თანამედროვე მიდგომები იყო, ინოვაციური იმპლანტების დანერგვა და რთული შემთხვევების ერთობლივი განხილვა.

4Hospitals მუდმივად ხელს უწყობს ქართველი ექიმების პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში ინტეგრაციას.

4Hospitals და Mindray უკვე წლებია წარმატებულად თანამშრომლობენ — პარტნიორობა ეფუძნება ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და პროფესიულ ნდობას. ეს თანამშრომლობა დღესაც აქტიურად გრძელდება, რაც ქართველი სპეციალისტებისთვის თანამედროვე სამედიცინო გადაწყვეტილებებზე წვდომასა და უწყვეტ პროფესიულ წინსვლას უზრუნველყოფს.

4Hospitals — ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

2 thoughts on “4Hospitals-ის გუნდი და პარტნიორი ორთოპედ-ტრავმატოლოგები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, Mindray-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ”

  1. phjlpgcasino ამბობს:

    Best experience so far! The bonuses are actually fair and the payout process is way faster than other sites I’ve tried. Cheers to phjlpgcasino!

  2. gandys ამბობს:

    This was helpful! Could you elaborate more on fit and tailoring?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *