სიახლეები

4Hospitals ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვნი სამედიცინო ღონისძიების – GIELRSA II -ის გენერალური სპონსორია!

🔹 4Hospitals ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვნი სამედიცინო ღონისძიების – GIELRSA II -ის გენერალური სპონსორია!

🔹 27-28-29 ივნისს, ბათუმში, ქორთიარდ მარიოტში, საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელმაც გააერთიანა 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენელი ზოგადი ქირურგიის, რადიოლოგიის, რეანიმაცია/ანესთეზიისა და ნეიროქირურგიის სფეროდან.



https://www.facebook.com/4Hospitals/videos/1268128308372494

📌 პირველი დღე სრულად დაეთმო ქირურგიისა და ანესთეზიოლოგიის უახლეს მიღწევებს, ინოვაციურ მიდგომებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მკაფიოდ წარმოაჩენდა თანამედროვე მედიცინის პროგრესს.

📌 მეორე დღე დაეთმო ქირურგიისა და ანესთეზიოლოგიის ინოვაციურ მიღწევებსა და მიდგომებს. დღის განმავლობაში სხვადასხვა სესიაზე განიხილეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რადიოლოგიური დიაგნოსტიკა, რობოტული ქირურგია, ჰერნიოლოგია, ონკოლოგიური მკურნალობის თანამედროვე გზები და ხელოვნურინტელექტის როლი სამედიცინო სფეროში.

გაიმართა მასტერკლასები და დისკუსიები, სადაც წამყვანმა ქართველმა და საერთაშორისო ექიმებმა გამოცდილება და პრაქტიკულ რჩევები დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა.

🎓 GIELRSA წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის სამედიცინო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და ჯანდაცვის სექტორის განვითარებას.

💙 4Hospitals – ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *