ბლოგი
4Hospitals-ის წარმომადგენლები მსოფლიოში წამყვან კარდიოვასკულურ კურსს – EuroPCR 2025-ს დაესწრნენ.
4Hospitals-ის წარმომადგენლები მსოფლიოში წამყვან კარდიოვასკულურ კურსს – EuroPCR 2025-ს დაესწრნენ.
19-22 მაისს, პარიზში, Palais des Congrès-ში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება EuroPCR, რომელიც ინტერვენციულ კარდიოვასკულურ მედიცინაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმად მიიჩნევა.
კონგრესს 4Hospitals-ის სახელით ესწრებოდნენ კომპანიის კომერციული დირექტორი გიგა კოხრეიძე და ბიზნეს განვითარებისა და R&D მენეჯერი ნიკოლოზ კახაძე.
მათი ვიზიტის ფარგლებში, წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ თანამედროვე სამედიცინო ტენდენციების განხილვასა და პროფესიულ დისკუსიებში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციური მიდგომების საქართველოში დანერგვის გზაზე.
აღსანიშნავია, რომ EuroPCR 2025-მა წელს რეკორდული რაოდენობის – 12,177 პროფესიონალი გააერთიანა 120-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ინტერვენციული კარდიოლოგები, მედდის პერსონალი და სხვა პროფილის წამყვანი ექსპერტები.
4Hospitals-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პარტნიორ კომპანიებთან, იმსჯელეს კარდიოვასკულური სერვისების განვითარებაზე და განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო განვითარებას.
4Hospitals – ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

