სიახლეები

სტუმრად გადაცემა ,,იმედის დილაში ” – საერთაშორისო სამედიცინო კონგრესის – GIELRSA II დაანონსება

🔷 6 ივნისს, გადაცემა „იმედის დილას“ 4Hospitals-ის კომერციული დირექტორი – გიგა კოხრეიძე, ანზორ კვაშილავა – ქირურგი, GIELRSA- საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი და ირაკლი თორთლაძე – ასისტენტ-პროფესორი, ექიმი-რადიოლოგი, საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ესტუმრნენ.

🔷 მათ სამედიცინო სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენა – GIELRSA II დაანონსეს, რომელიც საერთაშორისო სამედიცინო კონგრესია. იგი 27-28-29 ივნისს, ბათუმში, ქორთიარდ მარიოტში გაიმართება 4Hospitals-ის გენერალური სპონსორობით.

🌍 GIELRSA II აერთიანებს მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰეპატობილარული და ბარიატრიული ქირურგია, ინტერვენციული რადიოლოგია, ნეირორადიოლოგია, ტრანსპლანტაცია და სხვა.

💡 ღონისძიება გამორჩეული იქნება ლექციებით, პრაქტიკული ვორქშოფებით და დისკუსიებით ჯანდაცვის გამოწვევებზე.

💙4Hospitals – ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *