სიახლეები

როგორი იყო 2024 წელი 4Hospitals-სთვის?

როგორი იყო 2024 წელი 4Hospitals-სთვის?

2024 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და დინამიკური აღმოჩნდა სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანიის 4Hospitals-თვის. კომპანიამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: გაზარდა სამედიცინო პროდუქციის პორტფელი, დააფიქსირა წლიური ბრუნვის 20 %-იანი ზრდა, გააფართოვა სასაწყობე ფართი და გუნდის შემადგენლობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ISO ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატის მიღება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის შეუფერხებელ ძალისხმევას, ყოველთვის შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები და ხარისხი. ასევე აღსანიშნავია, ის აღიარება, რომელიც კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზე მიღოო: Translumina International-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრაზე 4Hospitals დასახელდა ყველაზე პროგრესულ პარტნიორად. ყველა ამ გადადგმული ნაბიჯით 4Hospitals-მა კიდევ უფრო გაამყარა პოზიციები სამედიცინო ბაზარზე.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გამყრელიძის განცხადებით, ეს წელი გახდა არა მხოლოდ ზრდისა და განვითარების, არამედ ახალი შესაძლებლობების ათვისებისა და გუნდის გაძლიერების წელი. როგორც ის აღნიშნავს ,, ჩემთვის 4Hospitals-ის ხედვა და წარმატება ყოველთვის იყო და იქნება: ორიენტირებულობა ჩვენი კლიენტების საჭიროებებზე, ზრუნვა თანამშრომლების პროფესიულ გაძლიერებაზე და უცხოელ პარტნიორებთან სტრატეგიული პოზიციების გამყარებაზე. 2024 წელი იყო გარდამტეხი პერიოდი ჩვენი კომპანიისთვის, რადგან მასთან ერთად დავიწყეთ არა მხოლოდ ახალი შესაძლებლობების ათვისება, არამედ ჩვენი მომავალი სტრატეგიული მიზნების ახალი დონეზე მიღწევა’’.

,,ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო და დავნერგოთ ისეთი კორპორაციული კულტურა, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ლეგიტიმაცია, ინიციატივების გამოვლენის მოტივაცია. შეუძლია განვითარდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს საკუთარ წარმატებას, რომელიც საბოლოო ჯამში კომპანიის წინსვლას განაპირობებს. ჩვენს ყოველდღიური საზრუნავი კი ჩვენი კლიენტების საჭიროებების შესწავლა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, დროული და უწყვეტი სერვისის უზრუნველყოფაა და ზრუნვაა მათ კმაყოფილებაზე.“

2024 წელს კომპანიის თანამშრომლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგსა და საერთაშორისო სემინარებში, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა მათი ცოდნა და გამოცდილება. ეს ინვესტიცია არა მხოლოდ გუნდის გაძლიერებას ემსახურება, არამედ დადებითად აისახება მომხმარებლების მომსახურებაზე და კომპანიის სტაბილურობაზე. პროფესიონალიზმი და მოტივაცია, რომელიც კომპანიის თითოეულ წევრს აქვს, 4Hospitals-ს არამხოლოდ ბაზარზე მდგრადობას უნარჩუნებს, არამედ მომავლისთვის ძლიერ საფუძველსაც ქმნის.

სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: https://4hospitals.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *