6 ივნისს, გადაცემა „იმედის დილას“ 4Hospitals-ის კომერციული დირექტორი – გიგა კოხრეიძე, ანზორ კვაშილავა – ქირურგი, GIELRSA- საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი და ირაკლი თორთლაძე – ასისტენტ-პროფესორი, ექიმი-რადიოლოგი, საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ესტუმრნენ.
მათ სამედიცინო სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენა – GIELRSA II დაანონსეს, რომელიც საერთაშორისო სამედიცინო კონგრესია. იგი 27-28-29 ივნისს, ბათუმში, ქორთიარდ მარიოტში გაიმართება 4Hospitals-ის გენერალური სპონსორობით.
GIELRSA II აერთიანებს მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰეპატობილარული და ბარიატრიული ქირურგია, ინტერვენციული რადიოლოგია, ნეირორადიოლოგია, ტრანსპლანტაცია და სხვა.
ღონისძიება გამორჩეული იქნება ლექციებით, პრაქტიკული ვორქშოფებით და დისკუსიებით ჯანდაცვის გამოწვევებზე.
4Hospitals – ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!