ბლოგი
4Hospitals მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე — WHX Dubai 2026
2026 წლის 9–12 თებერვალს დუბაიმ უმასპინძლა მსოფლიო ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას — WHX Dubai-ს. ღონისძიება წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ჯანდაცვის სფეროს ლიდერ კომპანიებს, მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და დარგის ექსპერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 4Hospitals-ის გუნდმა. კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც საგამოფენო აქტივობებში, ისე პროფესიულ შეხვედრებსა და დისკუსიებში.
WHX (World Health Expo) განსაკუთრებულია იმით, რომ არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სიახლეებს აერთიანებს, არამედ ქმნის სივრცეს ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული დიალოგისთვის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენციები და თემატური სესიები, სადაც საერთაშორისო სპიკერებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული აქტუალური გამოწვევები, გლობალური ტენდენციები და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები.

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პლატფორმაში მონაწილეობა 4Hospitals-ისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს შესაძლებლობას აძლევს კომპანიას გააძლიეროს პარტნიორული ურთიერთობები, მუდმივად იყოს ინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიური განვითარების პროცესის ნაწილი და ქართულ ბაზარს შესთავაზოს თანამედროვე, სანდო და მაღალი ხარისხის სამედიცინო აღჭურვილობა.