სიახლეები

4Hospitals-მა ოფიციალური პარტნიორის — „Chison“-ის წარმომადგენელს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა

🔹 4Hospitals არის Chison-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიამ სამუშაო ვიზიტით Chison-ის წარმომადგენელს უმასპინძლა.

🔹 ვიზიტის ფარგლებში, Chison-ის წარმომადგენელი- Jason Lee შეხვდა 4Hospitals-ის გაყიდვების გუნდსა და ტექნიკურ სპეციალისტებს. შეხვედრაზე გაიმართა დეტალური პრეზენტაციები და პრაქტიკული მიმოხილვები, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ინოვაციური პროდუქციის ეფექტიან წარდგენასა და მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

🔹 კომპანის ორგანიზებით, Chison-ის წარმომადგენელი ეწვია შემდეგ წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს:
​•​ შპს თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა
​• ​შპს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
​•​ შპს გიორგი ბრეგაძის სამედიცინო ცენტრი კაპილარი
• ​შპს თქვენი კლინიკა

🔹 Jason Lee-მ დეტალურად გააცნო ექიმებსა და ექოსკოპისტებს კომპანიის უახლესი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები, მათ შორის ინოვაციური ულტრაბგერითი სისტემების ფუნქციონალი, დიაგნოსტიკური სიზუსტე და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები.

💙 მადლობას ვუხდით პარტნიორ კლინიკებს თანამშრომლობისთვის.

💙 სამედიცინო ტექნოლოგიების უწყვეტი განვითარება და ინოვაციების დანერგვა არის ის ღირებულებები, რომლებიც 4Hospitals-ის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს.

📍 პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს შოურუმში: ლუბლიანას #28

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *