პროექტები, სიახლეები

4Hospitals-მა კიდევ ერთი კლინიკა აღჭურვა თანამედროვე სამედიცინო ინვეტარით!

სამედიცინო პროდუქციისა და სერვისების პროვაიდერმა კომპანიამ 4Hospitals წამოიწყო უნიკალური საინფორმაციო პროექტი, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას დეტალურად გააცნობს იმ კლინიკებსა და ცენტრებს, რომლებიც კომპანიასთან თანამშრომლობით მაღალი ხარისხის სამედიცინო გარემოს ქმნიან.

პროექტის მიზანია წარმოაჩინოს, თუ როგორ ხდება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების აღჭურვა უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე სამედიცინო ავეჯითა და აპარატურით, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს ჯანდაცვის მოთხოვნებს, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.

4Hospitals დღესდღეობით 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას უწყვეტ რეჟიმში ამარაგებს პროდუქტებით მთელი ქვეყნის მასშტაბით და პარალელურად უზრუნველყოფს პროფესიონალურ საინჟინრო მომსახურებას გამოცდილი ინჟინრების გუნდის მეშვეობით.

კომპანია 4Hospitals, რომელიც სამედიცინო პროდუქციისა და სერვისების ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერია საქართველოში, წარმატებით განაგრძობს კლინიკების მაღალტექნოლოგიური ინვენტარით აღჭურვის პროცესს. ამჯერად კომპანიამ სრულად მოამარაგა კლინიკა TIM • თიმი, რომელიც მომავლის მედიცინის მოდელზე აგებული სივრცეა.

https://www.youtube.com/watch?v=xP4FQNXF028

პროექტის ფარგლებში, კლინიკა TIM აღიჭურვა:

  • უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურითა და სპეციალიზებული ავეჯით;

  • სტაციონარულ-რეანიმაციური ზონა (Emergency) სრულად მოეწყო — დაწყებული მსხვილი ტექნიკით, დასრულებული დეტალურ კლინიკურ ინვენტარამდე;

  • სასტერილიზაციო ზონა აღიჭურვა თანამედროვე სტერილიზატორებითა და დამხმარე ტექნოლოგიებით, რაც კლინიკის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების ერთ-ერთ მთავარ გარანტიას წარმოადგენს.

 პროექტის ყველა ეტაპზე დაცული იყო ახალი რეგულაციები და საერთაშორისო სტანდარტები, რის შედეგადაც კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა — რაც მის ხარისხსა და საიმედოობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

4Hospitals კვლავ ამტკიცებს, რომ იგი არის სანდო პარტნიორი ჯანდაცვის სფეროში, რომლის მიზანია კლინიკებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების მიწოდება.

 პროდუქციის ნახვა და მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს შოურუმში:
ლუბლიანას ქუჩა №28, თბილისი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *