სიახლეები

4Hospitals -ისა და Duman -ის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება

საქართველოში წამყვან სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერ კომპანია 4Hospitals-ს, ეწვია გლობალურ ბაზარზე 70 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია Duman. შეხვედრის შედეგად ორ კომპანიას შორის პარტნიორობის გაგრძელებას მოეწერა ხელი, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქართული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის.

Duman დაარსდა 1951 წელს სტამბოლში და დაარსების დღიდან მოყოლებული განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებს. კომპანიას აქვს ევროპის სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი. Duman-ის მთავარი ღირებულებებია: ხარისხი, ნდობა და ტექნოლოგიური ინოვაციები.

4Hospitals მუდამ ზრუნავს საუკეთესო პარტნიორების შერჩევაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარისხიანი, მრავალფეროვანი და ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტის მოწოდებას. კომპანიის პრიორიტეტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალხარისხიანი და ინოვაციური პროდუქტის მიწოდება.

Duman-თან თანამშრომლობა შეესაბამება 4Hospitals-ის სტრატეგიულ ხედვას და უზრუნველყოფს ქართული ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *