პროექტები

ჰოსპი — AI პერსონაჟი , რომელიც საქართველოს წამყვან კლინიკებთან და ექიმებთან ინტერვიუს ჩაწერას იწყებს

სამედიცინო სფეროში ინფორმაციის სწორად, გასაგებად და საინტერესო ფორმით მიწოდება დღითი დღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ საჭიროებამ განაპირობა ახალი, ინოვაციური კონტენტის შექმნა — ჰოსპი, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პერსონაჟი, რომელიც სამედიცინო სფეროში კომუნიკაციის სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის.

ჰოსპი არის კომპანია 4Hospitals-ის ინოვაციური განვითარებისა და კომუნიკაციის მენეჯერი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით აყალიბებს და მართავს ურთიერთობას საქართველოში წამყვან კლინიკებსა და მათ წარმომადგენლებთან. მისი მთავარი მისიაა, სამედიცინო სფეროს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიამდე უფრო მარტივად, საინტერესოდ და თანამედროვე ფორმით მიიტანოს.

დღეს საქართველოში მრავალი კლინიკა აქტიურად ქმნის საგანმანათლებლო და ინფორმაციულ კონტენტს, ამასთან ჩვენი მიზანი იყო გვეპოვა გზა, რომლითაც ეს ინფორმაცია აუდიტორიამდე უფრო ადვილად მოსასმენი, გასაგები და დასამახსოვრებელი ფორმით მივიდოდა. სწორედ ამ იდეამ წარმოშვა პერსონაჟზე დაფუძნებული კონტენტის შექმნის ინიციატივა — პერსონაჟი, რომელიც მოუყვებოდა ისტორიებს, ჩაწერდა ინტერვიუებს და ექიმებთან დიალოგის ფორმატში მიაწოდებდა აუდიტორიას ინფორმაციას. შექმნის პროცესი ინსპირაციული და ამაღელვებელი იყო — ხელოვნური ინტელექტის პერსონაჟის იდეიდან, სრულფასოვან პერსონაჟამდე გზა, ინოვაციის და ტექნოლოგიის სინთეზად იქცა.

ჰოსპი ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის პროდუქციის პრეზენტაციაში. პროექტის ფარგლებში შექმნილი კონტენტი უახლოეს პერიოდში განთავსდება კომპანიის სოციალურ ქსელებში და აუდიტორიას შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს სამედიცინო ტექნოლოგიებს, სრულიად ახალი ფორმატით.
4Hospitals მუდმივად მიჰყვება თანამედროვე ტენდენციებს და აქტიურად ნერგავს ინოვაციებს პრაქტიკაში. ჰოსპი სწორედ ამ ხედვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია — ინოვაცია, რომელიც სამედიცინო კომუნიკაციას ახალ დონეზე აიყვანს.