პროექტები, სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია კომპლექსურ ინტერვენციულ კარდიოლოგიაში — კომპანია 4Hospitals – PCI FUTURE 2026-ზე

4Hospitals-ის წარმომადგენლებმა და პარტნიორი კლინიკების კარდიო ინტერვენციონისტებმა 27–28 მარტს მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში — International Conference on Complex Interventional Cardiac Lesions (PCI FUTURE 2026). ღონისძიება დაორგანიზდა კომპანიის პარტნიორი მწარმოებლის მიერ და აერთიანებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ინტერვენციულ კარდიოლოგებს, კლინიკურ ექსპერტებსა და სამედიცინო ტექნოლოგიების სპეციალისტებს.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო კომპლექსური ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებით უახლესი კლინიკური პრაქტიკა, ინოვაციური მოწყობილობები და პაციენტების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პირდაპირ ეთერში ტრანსლირებული რთული PCI პროცედურები, სადაც განიხილეს ინდივიდუალურად მორგებული სტრატეგიები და თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით მიღწეული, წარმატებული შედეგები.

კონფერენციის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რთული კლინიკური შემთხვევების მართვას, მათ შორის CTO ინტერვენციებს, სადაც გამოყენებული იყო მოწინავე ინტერვენციული გადაწყვეტილებები. წარმოდგენილმა ლაივ-ქეისებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თანამედროვე მოწყობილობების კლინიკური სანდოობა და მათი მნიშვნელოვანი როლი პაციენტის გრძელვადიანი შედეგების გაუმჯობესებაში.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის (IVL) ინტრავასკულარული ლითოტრიფსიის მეთოდი, Jenkin, Cutting Balloon – სისხლძარღვების ზუსტი მომზადება და Double Lumen Catheter – რომლებიც გამოიყენება კომპლექსური დაზიანებების ეფექტური მართვისთვის.

4Hospitals-ისთვის მსგავსი საერთაშორისო პლატფორმებში მონაწილეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. კომპანიის გუნდის ჩართულობა საშუალებას იძლევა, უშუალოდ გაეცნოს სფეროში არსებულ უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს, კლინიკურ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს, რაც შემდგომში ხელს უწყობს საქართველოს ბაზარზე თანამედროვე და ეფექტური სამედიცინო გადაწყვეტილებების დანერგვას.

კომპანიის აქტიური მონაწილეობა გლობალურ კონფერენციებში უზრუნველყოფს ცოდნის გაზიარებას, პროფესიული კავშირის გაფართოებას და ქართველი სპეციალისტებისთვის.