ბლოგი
ინოვაციური ტექნოლოგიები კარდიო ინტერვენციაში – 4Hospitals-ის საერთაშორისო სესია
4Hospitals-მა წარმატებით უმასპინძლა საერთაშორისო სამედიცინო სესიას “Innovative Technologies in Cardio Intervention”, რომელიც მიზნად ისახავდა კარდიო ინტერვენციული მედიცინის უახლესი ტექნოლოგიების გაზიარებას და პროფესიული ქსელების განვითარებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის კომპანიის სტრატეგიული პარტნიორები.
კონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა:
წამლით დაფარული ბალონების (DCB) უახლეს ტექნოლოგიებზე
ინოვაციურ დიაგნოსტიკურ სისტემებზე (IVUS)
ინტრავასკულარული ლითოტრიფსიის (IVL) მეთოდებზე
მინიმალურად ინვაზიურ მიდგომებზე, რომლებიც საფუძველს უყრის მომავალ კარდიოინტერვენციულ პრაქტიკას.
ღონისძიება 5-6 ივნისს „Kvareli Lake Resort“-ში გაიმართა.
4Hospitals აქტიურად უჭერს მხარს ქართული მედიცინის განვითარებას და ადასტურებს თავის ლიდერულ პოზიციას ინოვაციური ღონისძიებების წარმატებული ორგანიზებით.