სიახლეები

4Hospitals: 2025 წლის შეჯამება

2025 წელს 4Hospitals-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, როგორც საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა სამედიცინო პროდუქციისა და მომსახურების პროვაიდერმა კომპანიამ და განაგრძო ლიდერული როლის შესრულება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში.

გასული წლის განმავლობაში კომპანიის თითოეული მიმართულება გამოირჩეოდა განვითარებითა და გაფართოებით. გაიზარდა როგორც პარტნიორული ქსელი, ისე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მასშტაბი. ეს შედეგები მიღწეულ იქნა თითოეული თანამშრომლისა და წამყვანი მიმართულებების მენეჯერების პროფესიონალიზმის, ერთგული შრომისა და მაღალი მოტივაციის შედეგად.

2025 წელს კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო ჩართულობას. თანამშრომლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ტრენინგებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა, მათი თეორიული ცოდნა და ხელი შეუწყო ინოვაციური სამედიცინო მოწყობილობების პრაქტიკულ ათვისებასა და გამოყენებას. სწორედ ეს მაღალი კომპეტენცია აძლევს კომპანიას შესაძლებლობას, მყარად და მიზანმიმართულად შეინარჩუნოს ლიდერული პოზიცია და ღირსეულად წარდგეს პარტნიორების წინაშე. ამასთან, გუნდის წევრებისა და პარტნიორი ექიმების კოლაბორაციით განხორციელებულმა საერთაშორისო ვორქშოფებმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი პროფესიული განვითარების პროცესს.

როგორც წინა წლებში, 2025 წელსაც 4Hospitals აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების მხარდაჭერაში. აღსანიშნავია საერთაშორისო კონგრესი GIELSRA II, რომლის გენერალური სპონსორი კომპანია 4Hospitals იყო. კონგრესში მონაწილეობა მიიღო 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო სპეციალისტმა ზოგადი ქირურგიის, რადიოლოგიის, რეანიმაცია/ანესთეზიისა და ნეიროქირურგიის სფეროებიდან.

კომპანიის ძირითადი სტრატეგიული ხედვა წარმოადგენს პროფესიულ ზრდას და ტექნოლოგიურ პროგრესს, ძლიერი და პროფესიონალი გუნდით. სწორედ გუნდის წევრები — წარმოადგენენ წარმატების მთავარ საფუძველს. მათი განვითარების ყველა საჭირო რესურსის უზრუნველყოფა 4Hospitals-ის მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს და ეს პრინციპი წლიდან წლამდე კიდევ უფრო იზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *