ბლოგი
4Hospitals მხარდაჭერით ჩატარდა: MEDTECH ჰაკათონი – „AI for care“
4Hospitals — განათლებისა და სამედიცინო ინოვაციების მხარდამჭერი: MEDTECH ჰაკათონი – „AI for care“ წარმატებით დასრულდა. კომპანია მუდმივად უზრუნველყოფს ცოდნისა და კვალიფიკაციის უწყვეტ განვითარებას.
4Hospitals-მა ჰაკათონის ფარგლებში ორი რჩეული გუნდი გამოავლინა, რომლებიც დააჯილდოვა ფულადი პრიზით, ესენია: გუნდი “CALMIFY” და გუნდი PILL ME”.
პროექტი ალტე უნივერსიტეტი მედიცინის საერთაშორისო სკოლასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლას შორის თანამშრომლობით გაიმართა, სადაც X–XII კლასის მოსწავლეებმა ორი დღის განმავლობაში იმუშავეს რეალურ სამედიცინო გამოწვევებზე და ინოვაციურად გადაჭრეს პრობლემა. პირველ დღეს გუნდებმა შეიმუშავეს საკუთარი ინოვაციური პროექტები და პროტოტიპები, ხოლო ჰაკათონის მეორე დღეს მათ საკუთარი ნაშრომები ჟიურის წინაშე წარადგინეს.
4Hospitals – ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!