ბლოგი
4Hospitals გახდა Sterilmed-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
კომპანია 4Hospitals აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას, გიზიარებთ მნიშვნელოვან თანამშრომლობას. 4Hospitals გახდა Sterilmed-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
Sterilmed ევროპაში პოზიციონირებული ბრენდია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით და სპეციალიზდება თანამედროვე, მაღალი ხარისხის სტერილიზატორების წარმოებაში. კომპანია ქმნის სანდო და ინოვაციურ სტერილიზაციის ტექნოლოგიას, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე მედიცინის სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
Sterilmed-ის პროდუქტები გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, უსაფრთხოებითა და ხარისხით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალის დაცვის თვალსაზრისით.
ბრენდის პროდუქცია სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ფლობს ISO, EEC, MDR და EN სერტიფიკატებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სანდოობასა და შესაბამისობას ევროპულ რეგულაციებთან.
4Hospitals-თვის აღნიშნული პარტნიორობა წარმოადგენს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში. კომპანიის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებას მიაწოდოს მაღალხარისხიანი, თანამედროვე და სანდო სამედიცინო ტექნიკა, რათა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება მუდმივად უმაღლეს დონეზე იყოს უზრუნველყოფილი.