ბლოგი
4Hospitals-მა სრულად უზრუნველყო და წარმატებით ჩაატარა საერთაშორისო სამედიცინო სესია — Innovative Technologies in Cardio Intervention
4Hospitals-მა სრულად უზრუნველყო და წარმატებით ჩაატარა საერთაშორისო სამედიცინო სესია — Innovative Technologies in Cardio Intervention, რომელიც 5-6 ივნისს Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა-ზე ჩატარდა და მიზნად ისახავდა კარდიოინტერვენციული მედიცინის სფეროში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას, კლინიკური გამოცდილების გაღრმავებასა და მრავალმხრივი პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის 4Hospitals-ის სტრატეგიული პარტნიორებიც.

სესიის ჩართულობა მოიცავდა წამლით დაფარული ბალონების (DCB) უახლეს ტექნოლოგიებს, ინოვაციური დიაგნოსტიკური სისტემების (IVUS), ინტრავასკულარული ლითოტრიფსიის (IVL) მეთოდებისა და მინიმალურად ინვაზიური მიდგომების განხილვას, რომლებიც საფუძველს უყრის მომავალ კარდიოინტერვენციულ პრაქტიკას.
4Hospitals აქტიურად უჭერს მხარს ქართული მედიცინის განვითარებას და ხარისხიანი სამედიცინო პროდუქციის ხელმისაწვდომობას.




