სამედიცინო კომპანია 4Hospitals უკვე მერვე წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლინიკებს სამედიცინო პროდუქტებსა და სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.
2021 წელი 4Hospitals-ისთვის საკმაოდ ნაყოფიერი და გამორჩეული იყო. კომპანიას დაემატა ახალი მიმართულებები, როგორიცაა:
სამედიცინო ავეჯი, რომელიც მოიცავს ამბულატორულ ავეჯს, ემერჯენსისა და საოპერაციო აღჭურვილობას, პაციენტის საწოლებსა და სხვას;
კარდიოლოგია / ინტერვენცია;
ლაბორატორიული სახარჯი მასალები;
ტრავმატოლოგია / ორთოპედიის მიმართულება;
გაფართოვდა ერთჯერადი სამედიცინო სახარჯი მასალების პორტფელი.
გაიხსნა 4Hospitals-ის შოურუმი, სადაც ნებისმიერი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს შეუძლია შეარჩიოს პროდუქტი და მიიღოს დეტალური ინფორმაცია.
2021 წელს კომპანიას შემოუერთდა ათამდე ახალი ბრენდი, რომელიც მსოფლიო სამედიცინო ბაზარზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს. მათ შორისაა:
ASCLEPION GMBH, რომელიც უროლოგიაში ლაზეროთერაპიის გამოყენების შესაძლებლობას გვთავაზობს.
Sinocare, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის გლუკომეტრებს – სისხლში შაქრის დონის განმსაზღვრელ აპარატებს – სთავაზობს.
4Hospitals, მთელი წლის მანძილზე, PSP-სთან ერთად გეგმავს მასშტაბურ კამპანიას, რაც გულისხმობს სისხლში შაქრის დონის მონიტორინგს. პროექტი მომხმარებლების ინტერესებზე და მათი საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის პროექტმა, რომელიც ხორციელდება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში (CSR), დიდი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია გამომწერებში.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო თემაზე გაკეთებულ ვიდეორუბრიკებში დარგის წამყვანი სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, პასუხობენ ხშირად დასმულ კითხვებს და აძლევენ რჩევებს დაავადების პრევენციაზე.
4Hospitals-ის Facebook გვერდსა თუ YouTube არხზე აღმოაჩენთ ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: თანამედროვე მიდგომები ონკოქირურგიაში, ჭარბწონიანობა და ბარიატრიული ქირურგიის თანამედროვე საკითხები, ენდოპროთეზირება, ვიდეორგოლები პლასტიკურ ქირურგიასა და პროსტატის კიბოზე და სხვა.
გასულ წელს, 4Hospitals-ის გუნდი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კომპანიის შიგნით მაღალი კომპეტენციის აკუმულირებაა სხვადასხვა მიმართულებით, რაც მომავალში კომპანიის მხრიდან პარტნიორებისთვის ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.
ამ მიზნით, ორგანიზაციის თანამშრომლები მუდამივად იმაღლებენ კვალიფიკაციას საერთაშორისო ტრენინგებით, სადაც დარგის თანამედროვე მიდგომებსა და გამოწვევებს გამოცდილი მოწვეული ექსპერტებისგან ეცნობიან. სწავლება მიმდინარეობს პროექტების მართვის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.
სამედიცნო კომპანია 4Hospitals 2022 წელს ტრადიციულად გეგმავს უამრავ სიახლეს, მათ შორის, ახალი საპროდუქტე მიმართულებების განვითარებას, ქართულ სამედიცნო სფეროში ინოვაციური პროდუქტების შემოტანას და ასევე მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებასა და სრულყოფას. კომპანია მუდმივად მზადაა, კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს სამედიცინო სფეროს გაუმჯობესებაში.