სიახლეები

4Hospitals – განვითარების ახალი ეტაპი

2025 წელი 4Hospitals-თვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დინამიკური აღმოჩნდა. კომპანია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო პროდუქციისა და მომსახურების მიმწოდებელია, კიდევ უფრო გაძლიერდა და ახალ ეტაპზე გადავიდა. მიმდინარე წელს 4Hospitals-ის ბორდს ახალი გუნდის წევრები შემოუერთდნენ, რომლებიც კომპანიის ფინანსურ, სტრატეგიულ და ოპერაციულ მხარეს გააძლიერებენ.

4Hospitals-ის ფინანსური მიმართულება ახალ ძალას იღებს თამარ მელიქიძის ხელმძღვანელობით. იგი საერთაშორისო გამოცდილებით გამორჩეული პროფესიონალია და კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და ზრდაზე იქნება პასუხისმგებელი. მისი მთავარი ამოცანაა ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესება, ოპტიმალური საბიუჯეტო სტრატეგიების შემუშავება და მომგებიანობის ზრდა. მისი ჩართულობა კომპანიას უფრო ეფექტიანად დაგეგმვისა და რესურსების მართვის საშუალებას მისცემს.

„4 Hospitals ჩემთვის არის განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობის ადგილი, თავისი პროფესიონალი და მეგობრული გუნდით, რომელიც გამოირჩევა მუშაობის მაღალი სტანდარტით და მიზნებისკენ სწრაფვით. ბორდის წევრობა საშუალებას მომცემს რომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო 4 Hospitals-ის განვითარებასა და წინსვლაში.“

4Hospitals-ის ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რატი შალამბერიძეა, რომელიც კომპანიის სტრატეგიულ განვითარებასა და ოპერაციულ პროცესებს უხელმძღვანელებს. მისი მთავარი მიზანია კომპანიის პროდუქტის პორტფელის ოპტიმიზაცია, ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ახალი მიმართულებების განვითარება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება. მისი ლიდერობით, 4Hospitals კიდევ უფრო გააფართოებს  სერვისებს და გააუმჯობესებს კლიენტთა მომსახურებას.

„4Hospitals-ის განვითარება ნიშნავს არა მხოლოდ მასშტაბის ზრდას, არამედ ჩვენი სერვისების სრულყოფას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასა და მომხმარებლებისთვის მეტ ღირებულების შექმნას. ჩემი მიზანია, დავნერგო ინოვაციები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემას და თითოეულ პაციენტს უკეთეს მომსახურებას მიაწვდის.“

კომპანიის ამბიციური განვითარებისა და გაფართოების გზაზე შესყიდვების მიმართულება აღიარებულია როგორც ეფექტურობისა და ხარისხის გასაღები. თათია თარხნიშვილს, როგორც შესყიდვების მენეჯერს გუნდში შემოაქვს ინდუსტრიის ცოდნა და დამატებითი ღირებულება.მისი მთავარი ამოცანაა მომწოდებელთა ქსელის გაფართოება, მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა,ხარჯების ოპტიმიზაცია და მომარაგების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი 4Hospitals-ის ლოგისტიკურ სტრუქტურას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„მოხარული ვარ რომ გავხდი 4ჰოსპიტალსის გაფართოებული ბორდის წევრი. ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო კომპანიის სტრატეგიულ წინსვლაში და შესყიდვების მენეჯერის პერსპექტივიდან ვიზრუნო მის ეფექტურ ოპერირებაზე.“

კომპანიის გუნდის გაძლიერება და ბორდის ახალი წევრების შემოერთება ცხადყოფს, რომ 4Hospitals აქტიურად განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას. გუნდის ახალ წევრებთან ერთად, კომპანია მეტად მოქნილი, ინოვაციური და წარმატებული იქნება.

გუნდური ძალისხმევით, 4Hospitals გეგმავს უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, სამედიცინო სფეროს გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *